კარუზელის სატრიუმფო თაღი
იერსახე
კარუზელის სატრიუმფო თაღი (ფრანგ. Arc de Triomphe du Carrousel) — მდებარეობს პარიზის I ოლქში, კარუზელის მოედანზე, ლუვრის დასავლეთით.
თაღი აგებულ იქნა ნაპოლეონ ბონაპარტის დიდი არმიის პატივსაცემად 1807-1809 წლებში. მასზე მუშაობდნენ მხატვრები შარლ პერსიე და პიერ-ფრანსუა-ლეონარ ფონტენი. თაღი მოგვაგონებს რომის იმპერიის სატრიუმფო თაღებს. ბარელიეფზე ასახულია ბრძოლის სიუჟეტები, რომლებიც მხატვარ შარლ მეინიეს ეკუთვნის.
ოთხცხენა ეტლი, რომელიც თაღის თავზეა აღმართული, ფრანგულმა ჯარმა ვენეციიდან ჩამოიტანა 1798 წელს, ჩრდილოეთ იტალიაში გამარჯვების აღსანიშნავად. რესტავრაციის პერიოდში ქანდაკება დაუბრუნდა ვენეციას, საფრანგეთში კი დარჩა მისი ასლი, რომლის ავტორია ფრანსუა ჟოზეფ ბოსიო. ის წარმოადგენს კორინთული არქიტექტურის სტილის ნიმუშს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარუზელის სატრიუმფო თაღი“ ვიკისაწყობში.